ჩანაწერი
Laravel
საკუთარ თავში ამოვიდე
მსურს სიყვარულის ბევრჯერ დამყნობა,
ნაცვლად — სიკვდილი ბევრჯერ დავსხალი;
ერთ ვაშლს მე ყველამ გადამაყოლა —
დღეს მე ვარ ვაშლზე ნაჯვარი მსხალი!
ფესვები ჩემი მიწას ვერ ცნობენ,
წვიმამ სახელი წაიღო ძველი;
რაც დამრჩა — ნაყოფს გულში რომ ჰქონდეს,
წყურვილი არი, ნახევრად — მწველი.
ხან ვაშლის სუნი ამდის კანიდან,
ხან მსხლის სიტკბო მაქვს სისხლში ჩამდგარი;
სიყვარულს ვრგავდი ჩემსავე თავში —
მარადიული ვარ დამნაშავე!
მე, ვინც დამამყნო, იმათგან დამრჩა
ჭრილობა — მწვანე, წვნიანი, წრფელი;
მე კი ყოველი ტკივილის შემდეგ
ამ უჩვეულო ნაყოფებს ვწყევლი!
ახლა, თუ მკითხავ: „ვინ ხარ საერთოდ?“ —
არც ვაშლი გეტყვი, არც მსხალი ძველი;
მე ვარ ნაყოფი ყოველი ხელის,
ყველა შეცდომის დიდი შედეგი.
და თუ ოდესმე კვლავ დამამყნობენ,
მკითხავ — ნაყოფი რომელი გავხდი?
მე უკვე ვიცი — ვინც ერთხელ მოკვდა,
ის გახარებულს, ხესავით გამხდის!
მაგრამ თუ ბოლოს ნაყოფი დამრჩა,
მე — სულ ერთ ტოტზე ჩამოკიდებულს,
მე მას არ შევჭამ და — შევინახავ,
რომ ცამ ვერ შეძლოს მისი წაღება.
რადგან აღარ მსურს ეს არსებობა,
არც სხვის ნაყოფად არ მინდა დავრჩე;
მსურს — ერთხელ მაინც, ჩემი ფესვებით,
საკუთარ თავში ამოვიდე
და მერე დავრჩე.
და თუ ჩემს ხეზე ვაშლი ამოვა
და მსხლის სურნელი გაჰყვება ქარებს,
ვიტყვი: სიკვდილი ვერ მომერია —
მან სხვა ნაყოფად მაქციოს, ბარემ!
თუ მკითხავ, ბოლოს მაინც ვინ დავრჩი —
არც ვაშლი, მსხალი, არც ძველი მე ვარ:
მე ვარ ჭრილობის დიდი ნაყოფი,
სიყვარულამდე მისული ხე ვარ!
ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.
ნაცვლად — სიკვდილი ბევრჯერ დავსხალი;
ერთ ვაშლს მე ყველამ გადამაყოლა —
დღეს მე ვარ ვაშლზე ნაჯვარი მსხალი!
ფესვები ჩემი მიწას ვერ ცნობენ,
წვიმამ სახელი წაიღო ძველი;
რაც დამრჩა — ნაყოფს გულში რომ ჰქონდეს,
წყურვილი არი, ნახევრად — მწველი.
ხან ვაშლის სუნი ამდის კანიდან,
ხან მსხლის სიტკბო მაქვს სისხლში ჩამდგარი;
სიყვარულს ვრგავდი ჩემსავე თავში —
მარადიული ვარ დამნაშავე!
მე, ვინც დამამყნო, იმათგან დამრჩა
ჭრილობა — მწვანე, წვნიანი, წრფელი;
მე კი ყოველი ტკივილის შემდეგ
ამ უჩვეულო ნაყოფებს ვწყევლი!
ახლა, თუ მკითხავ: „ვინ ხარ საერთოდ?“ —
არც ვაშლი გეტყვი, არც მსხალი ძველი;
მე ვარ ნაყოფი ყოველი ხელის,
ყველა შეცდომის დიდი შედეგი.
და თუ ოდესმე კვლავ დამამყნობენ,
მკითხავ — ნაყოფი რომელი გავხდი?
მე უკვე ვიცი — ვინც ერთხელ მოკვდა,
ის გახარებულს, ხესავით გამხდის!
მაგრამ თუ ბოლოს ნაყოფი დამრჩა,
მე — სულ ერთ ტოტზე ჩამოკიდებულს,
მე მას არ შევჭამ და — შევინახავ,
რომ ცამ ვერ შეძლოს მისი წაღება.
რადგან აღარ მსურს ეს არსებობა,
არც სხვის ნაყოფად არ მინდა დავრჩე;
მსურს — ერთხელ მაინც, ჩემი ფესვებით,
საკუთარ თავში ამოვიდე
და მერე დავრჩე.
და თუ ჩემს ხეზე ვაშლი ამოვა
და მსხლის სურნელი გაჰყვება ქარებს,
ვიტყვი: სიკვდილი ვერ მომერია —
მან სხვა ნაყოფად მაქციოს, ბარემ!
თუ მკითხავ, ბოლოს მაინც ვინ დავრჩი —
არც ვაშლი, მსხალი, არც ძველი მე ვარ:
მე ვარ ჭრილობის დიდი ნაყოფი,
სიყვარულამდე მისული ხე ვარ!
ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.
Laravel
კომენტარი
0