შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

იმპერატორი!

მე არ ვარ ტახტის ჩრდილი, არც გვირგვინის მონა,
მე ვარ დაჭრილი სიჩუმე, რომელიც შიგნიდან ნელა და შეუჩერებლად ჟონავს!

მე არ ვარ მეფე! - მეფეებს ანაცვლებს დრო,
მე არ ვარ მეფე! - ეს სიტყვა ჩემთვის ვიწროა,
რადგან ძალა, რომელიც ტახტს ეძებს და ადამიანში ღმერთს თამაშობს, ბოლოს საკუთარ ჩრდილსაც კი არ დაინდობს!

ჩემი ხმა იბერიაა!
გზად მგლები ყეფენ!
დამიძახეთ იმპერატორი! - ჩემი ჩრდილიც კი იმპერიაა!
გზად მგლები ყეფენ
და სდუმს ავტორი.

მე არ ვარ მეფე! დამიძახეთ იმპერატორი!
როცა ნაბიჯს ვდგამ - ირყევა ტახტები!
გაიხედე ფეხქვეშ, სად დგახარ და ვის ჩრდილს აბიჯებ, სანამ ახტები!

გვირგვინი? - რკინაა, რომელსაც ჟანგი ჭამს!

არ მითვლია ძალა ოქროს ბრწყინვაში,
არც მუხლებზე დამიყენებია ხალხი სიჩუმის სანაცვლოდ,
რადგან ნამდვილი ღირსება შიშით ნაშენი ტახტი კი არა, თავისუფალი ხმის წინაშე დგომაა - მამაცო!

გზად მგლები ყეფენ
და სდუმს ავტორი.
მე არ ვარ მეფე! დამიძახეთ იმპერატორი!

მე არ ვარ მეფე - მეფობა დროებითია!
დამიძახეთ იმპერატორი! - რადგან ჩემი სუნთქვა იმპერიაა!

დამიძახეთ იმპერატორი!
დამიძახეთ იმპერატორი!
დამიძახეთ იმპერატორი!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2025 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →