ჩანაწერი
Laravel
ფუნდამენტი
ჩამოდის ციდან, დროვ, შენი ჩრდილი,
ხელში გაქვავდა და ქვას შევეხე.
ქვის გულში სისხლი ჩქეფს — მორჩენილი,
ფეთქდება ღმერთი, ბრბო, ქარიშხალი.
ჩრდილი ცას ასცდა — მთა დავინახე,
და დრომ დატოვა ხელებში ქარვა.
შეხებას ვითხოვ — ვარ მათხოვარი,
და ციდან ქარი სულ ამოვარდა!
დუმილს ეკვრება ფრთად — ზედა მალა,
და, როგორც სხივი, ბრბოს სევდას მალავ.
შენ გიყვარს, ვიცი, დროვ, მაგრამ ცვარი —
ქარვაში მოკვდა, როგორიც არი!
ფურცელი დავწვი ვით ფუნდამენტი,
ვერ უძლებს ღმერთი ტუჩების მტრობას.
და მეორე დრო — თუ უნდა, მეტყვის:
„რომ თვითონ გახდა ტურბულენტობა!“
ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.
ხელში გაქვავდა და ქვას შევეხე.
ქვის გულში სისხლი ჩქეფს — მორჩენილი,
ფეთქდება ღმერთი, ბრბო, ქარიშხალი.
ჩრდილი ცას ასცდა — მთა დავინახე,
და დრომ დატოვა ხელებში ქარვა.
შეხებას ვითხოვ — ვარ მათხოვარი,
და ციდან ქარი სულ ამოვარდა!
დუმილს ეკვრება ფრთად — ზედა მალა,
და, როგორც სხივი, ბრბოს სევდას მალავ.
შენ გიყვარს, ვიცი, დროვ, მაგრამ ცვარი —
ქარვაში მოკვდა, როგორიც არი!
ფურცელი დავწვი ვით ფუნდამენტი,
ვერ უძლებს ღმერთი ტუჩების მტრობას.
და მეორე დრო — თუ უნდა, მეტყვის:
„რომ თვითონ გახდა ტურბულენტობა!“
ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.
Laravel
კომენტარი
0