შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

კოსმოსის უნარჩვევები

მე საათში ჩავმალე ჩემი დრო და გიზას დრო,
რომ ვერასდროს მიპოვონ განწირულთა წამებმა.
დროა, ჩემი რითმები ომში რომ გაიზარდონ,
გამიტაცა სიშორემ და კოსმოსის წამებამ!

გაურბიან უხილავს რკინაჩლიქა ცხენები,
ჩქაროსანი ქურანი მიმაქროლებს მიუვალს,
მზემ მიწაში დამალა ჩრდილის უნარჩვევები,
დამალული მზის ჩრდილი დავიწყებულს მიუვა!

გასწი, ჰე, რკინაჩლიქავ, საიდუმლოებაში!
დიდ მასშტაბზე გაგიყვან, ისტორიულ-კოსმიურ.
გამიტაცე, დროსავით, პირველყოფილ შვებაში,
უცხოპლანეტელები გონებაში მკოცნიან!

დავიბადე ხელახლა არამყარი ოქროდან,
ვეძახოდი პლანეტებს: „დამანახეთ სახე-თქო!“
ჩემი ჩქაროსანა კი მირაჟივით მოჰქროდა,
მატერია, დრო, სივრცე და ღმერთი, რომ გავხეთქოთ!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →