შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ღმერთი, რომელიც ჩრდილში მწიფდება

განვჭვრიტე ბედი მე, როგორც მაცნემ,
ვუყვარვარ სიკვდილს და გვერდს არ ვუვლი.
თეთრმა ყვავებმა სიზმარში მამცნეს
ჩემი სიკვდილი — პოპულარული.

ვერ ჩამომართვეს ცებმა სტატია
და ვიწყებ სულის ცოდვით გავსებას.
მგონი, სიკვდილი კარგი სტარტია,
იქ, სადაც მიწა ცას ემსგავსება!

დამასაფლავეს — მაგრამ ვერ მომკლეს,
სანამ სიბნელეს ნათელს მოვფენდი.
ჩემი ცხოვრება არ იყო მოკლე,
თეთრი ყვავები ისევ მოფრინდნენ.

და მე გავყვები მათ ცისკენ ჩუმად —
მაცნე, რომელიც ნათელს მოიტანს.
მე ვარ ბნელ ბაღში გაზრდილი ხურმა,
მწიფდება ღმერთიც სიმარტოვიდან.

აღარ ვიქნები — მაგრამ ვიქნები,
სიკვდილი ჩემს ჩრდილს ვეღარ დამალავს,
ღმერთი გახდება ჩრდილის ფიქრები,
დრო მოკვდება — და არა სამარე!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →