შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უსახელეთი

სული დაეძებს სადღაც იმქვეყნეთს,
მე ვინ ვიყავი — მახსოვს მანამდე.
ცებო, გონება გამომიქვეყნეთ —
მეხსიერებას უნდა დანამდეს!

მაინც, რა არის სული კაცისა?
დაფარულ ქვაბს ჰგავს, როგორც ჩანს, შიგნით.
ჩახედა სახელს ჩუმად ნარცისმა,
მაგრამ ვერ იცნო იქ ნარცისიზმი.

უსახელეთს სურს სულში შესახლდეს,
ჩრდილთა ქუხილმა დაიწყოს გრგვინვა.
მე ყოველ ჯერზე ვამბობ ჩემს სახელს,
თუმცა არც ღმერთმა არ იცის, ვინ ვარ.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →