შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ღმერთის უარყოფა, როგორც კოსმიური მარტოობა

ყველაზე დიდი სასჯელია —
როცა მარადისობა ხელში გიჭირავს
და მაინც გგონია, რომ არაფერი დაგრჩა.



დაჰყვება ღამეს, როგორც აჩრდილი,
რომელსაც ცა აქვს დაკარგულ ტაძრად.
ნათების ქვაა ჩამოვარდნილი,
რომ შეძლოს მკვდარი ვარსკვლავი დაძრას.

ვარსკვლავს ახსენებს ის თავის სახელს —
არც ვარსკვლავს ახსოვს, არც თავად ღმერთსაც.
და ვინც გაურბის საკუთარ ნათელს,
ის ჩრდილში კარგავს საკუთარ ფერსაც.

დადის ჩრდილობში ღმერთი მათხოვრად,
ვერ ძლებს წამითაც იგი უარყოდ,
რადგანაც ყური მზეს არ ათხოვა,
როცა დაგმო და როცა უარყო!

ავტორი: ღმერთი
თარიღი: უსასრულობა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →