შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

შიში

Miami 33333 3 წლის წინ
მე მეშინია სუსხის ამ ზამთარს,
ცივი ხელების, უსულო მარტის,
მე მეშინია იმ სევდის, ამ დარდს
ღამით რომ მწარედ მახსენებს თავისს.

დაბინდებისას შენი სიშორის,
ძვალს შიგნით თითქოს ტკივილიც ატანს,
წვიმის წვეთების ამ სიბნელეში,
რეალობას რომ მაჩვენებს ნათლად.

ისეთი მზერის დანახვა ამწამს
გულის ძგერას, რომ შუაზე გახლეჩს,
შენი ნახვამდის, უკუსვლით წასვლა,
თოვლზე გამქარლი ცრემლების დაღვრის.



მე მეშინია ღიმილის უკან
შენი ცრემლების ფარულად ნახვის.

თვალებზე ცივი სუსხის, სიცივის,
უშენოდ თოვლის გაკაფვა ზანტად,
მე მეშინია ცივი ხელების, რომ
ვეღარ ნახავს თბილ ხელებს ზამთარს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →