შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მოლოდინი

მერი პაპიძე 6 წლის წინ
მთებზე ნისლია დილიდან,
ხეები დაიფარა,მელოტები,
ზიხარ და სამყაროს შეჰყვირიხარ,
რომ ახალ სიცოცხლეს ელოდები.
მარიამ!
თვალებში გაზაფხულდა
სხეულმაც მოასწრო შეფერება-
მაისი შეგიყვარდა არნახულად
და მკერდქვეშ დედამიწა გებერება.

მარიამ!

მთებზე ნისლია და
ხეები მორცხვობენ მელოტები,
ზიხარ სარკის წინ და ფიქრიანად
ახალ სიცოცხლეს ელოდები.

მ.პაპიძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →