შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მოდი, ერთმანეთს მივეჩვიოთ

მოდი, ერთმანეთს მივეჩვიოთ,
ამ ცხოვრებისაგან დავიმალოთ,
შვიდფეერ ცისარტყელას შევერიოთ,
მერე თეთრ ღრუბლებში დავიკარგოთ.
მოდი, ერთმანეთს მივეჩვიოთ,
გულში ერთმანეთი ჩავიბუდოთ,
ყველა ბოროტებას მოვერიოთ,
მერე აღარასდროს გავიბუტოთ.
მოდი, დღის და ღამის გასაყარზე
მარტო ორი გული ავირჩიოთ,
სულ ძალიან მაგრად ჩავეხუტოთ...
მოდი, ერთმანეთს მივეჩვიოთ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →