შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ხვალ მაცხოვარს გასცემენ და

ხვალ მაცხოვარს გასცემენ და
უსამართლოთ ,,სამართალი" კიდევ ერთხელ იზეიმებს ქვეყნად!...
ხვალ იუდას ამბორი დაიმკვიდრებს კაცთა შორის ადგილს!...
ხვალ პეტრეც კი ვერ იქნება პეტრე!
ხვალ მამალიც სხვანაირად იყივლებს და დედამიწა სხვანაირად გარინდდება წითელ პარასკევის ლიბრში...
ხვალიდან ცა გარიჟრაჟზე სისხლისფრად შეიფერება და ბუნებაც წამიერად დადუმდება მზის ამისვლის მოლოდინში ასე....
ხვალ ადამიანი იძალადებს ღვთაებაზე , ღმერთი კი დაუთმენს ადამიანს, აღდგომის მადლით გადაფარავს ამ უღრმეს ცოდვას...
ხვალინდელზე იფიქრე ადამიანო, ხვალ მძიმე ოთხშაბათი გველის!..
-მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →