შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ხვალ მაცხოვარს გასცემენ და ...

ხვალ მაცხოვარს გასცემენ და
უსამართლოთ ,,სამართალი" კიდევ ერთხელ იზეიმებს ქვეყნად!...
ხვალ იუდას ამბორი დაიმკვიდრებს კაცთა შორის ადგილს!...
ხვალ პეტრეც კი ვერ იქნება პეტრე!
ხვალ მამალიც სხვანაირად იყივლებს და დედამიწა სხვანაირად გარინდდება წითელ პარასკევის ლიბრში...
ხვალიდან ცა გარიჟრაჟზე სისხლისფრად შეიფერება და ბუნებაც წამიერად დადუმდება მზის ამოსვლის მოლოდინში ასე....
ხვალ ადამიანი იძალადებს ღვთაებაზე , ღმერთი კი დაუთმენს ადამიანს, აღდგომის მადლით გადაფარავს ამ უღრმეს ცოდვას...
ხვალინდელზე იფიქრე ადამიანო, ხვალ მძიმე ოთხშაბათი გველის!..
-მერ'ფი-

სამშაბათი, 23 აპრილი, 2019 წ.


www.merpi.ge
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →