შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

რას არ შეგამთხვევს ამ ქვეყნად ბედი

რას არ შეგამთხვევს ამ ქვეყნად ბედი,
ქრება უკვალოდ რჩეული ნიჭი.
ჩემში პოეტი უფროა მეტი,
ვიდრე უბრალო სოფლელი ბიჭი.
მესმის სამყაროს მუსიკა დედი,
გადავიწყება ძნელია, მიჭირს.
მე დამეკისრა მისია მეტი,
ვიდრე უბრალოდ, სოფლელი ბიჭის.
ბოლო სიმღერას ღაღადებს გედი,
ჩახმა მიუვალ უღრანში ფიჭვი.
დღემდე საოცრად არ მწყალობს ბედი,
ვრჩები უბრალოდ სოფლელი ბიჭი...
ბიჭი, რომელსაც მზე ენთო სულში,
ჩაიკარგება ჟამთა უფრსკულში?!

.- მერფი -
1992წ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →