შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ეკლესიაში მაშინ შედი როცა არ გინდა

წლები გაირბენს, როგორც ხიდზე მატარებლები,
და დადუმდება ღამის ნისლში ჩუმი მდინარე.
ეკლესიაში მაშინ შედი როცა არ გინდა,
რომ მაცხოვარმა არ გიპოვოს სულით მძინარე.
ეკლესიაში მაშინ შედი როცა არ გინდა,
მერე რომ არვინ შემოგტიროს - საით იარე!?
დაიგვიანე რომ არ დაჰკრას წმინდა ზარებმა,
მთებმა გუგუნით რომ არ დასცრას დაიგვიანე.
ეკლესიაში მაშინ შედი როცა არ გინდა!

                         - მერ'ფი -
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →