შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სიკვდილის მიღმა

სუყველა ველით გეგმიურ სიკვდილს,
დაუგეგმავი სიკვდილიც გვხვდება...
ცხოვრება ასე მიიწევს წინ-წინ,
ჩვენი სიცოცხლის დრო იწურება.
მერე რა ხდება ვინ იცის ნეტა,
რომ დავიშლებით საწყის ველებად.
ამაზე ფიქრში ღმერთს ვუხმობთ მხსნელად,
ჩვენივე გულის გასამხნევებლად...
ვერ გამიგია ცხოვრების არსი,
თუკი სიცოცხლე ასე მთავრდება,
ყველა ქმედება ნუთუ ფარსია,
იქ ვერაფერში გამოგვადგება ?!.
  რწმენა, ვერ წვდომა, შთამომავლობა.
  არს იმედების წარმომავლობა!
                          -მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →