შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

აკვნესებს დღეს სიონი ზარს

დედამიწაზე ჯვარს ეცვა,
დედამიწაზე ეწამა.
რომ სიყვარული გვცოდნოდა...
მისით...
აკვნესებს დღეს სიონი ზარს,
სიონი უხმობს ცოდვილ მოყვარეს,
ეჰ... თავად ქრისტე გაეკრა ჯვარს!
როგორც ცოდვილი მეფეს მოჰგვარეს...

სიყვარულისთვის ჯვარს ეცვა,
სიყვარულისთვის ეწამა,
რომ დავუტევოთ ცოდვები...
მისით...
აკვნესებს დღეს სიონი ზარს,
სიონი იხმობს ცოდვილ მოყვარეს.
რომ, თავად ქრისტე გააკერეს ჯვარს!..
კვლავ სინანულის ცრემლი მოგვღვარეს.

- მერ'ფი -
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →