შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სამაიას მსგავსება

ჩემი სიყრმის სალოცავი 
 ვარსკვლავების ზღვებია. 
 ზეციური, საოცარი, 
 უსასრულო გზებია. 
 ცის ბილიკებს მიუყვება 
 ჩემი სულის სამყარო.
 ნეტა ერთი მაცოდინა 
 უკვდავებავ სად ხარო!
 სამი ვჩივი, სამი არის, 
 სამი წმინდა არსება. 
 ღვთაებრივად საოცარი,
 სამაიას მსგავსება.
 ცის კიდესთან წინაპრების 
 დალოცვილი ქვებია. 
 სადღაც შორით, ჩაკარგული, 
 უკვდავების წყლებია. 
 საოცარი ბუნება აქვს 
 ამ დალოცვილ სამყაროს. 
 როგორ მინდა ამ ცხოვრებამ 
 სულ სხვა გზებით მატაროს. 
 სამი ვჩივი, სამი არის
 სამი წმინდა არსება. 
 ზეციური, საოცარი, 
 სამაიას მსგავსება.

      – მერ'ფი –
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →