შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

კრედო

www.merpi.ge
მუსიკის წერა ბუნებისგან უნდა ისწავლო,
ფილოსოფია ცხოვრებისგან, ხატვა ზეცისგან.
ათასგზის უნდა იწვა, იწვალო,
უკვდავება თუ ბოლოს გეღირსა.
უკვალი გზებით უნდა იარო,
ბევრჯერ დაეცე,
ბევრჯერ თავი უნდა დაიცა.
ჯვარს უნდა გაცვან, უნდა დადნე, უნდა ეწამო,
უნდა გაუძლო, მოითმინო, სიმწრის წამიც
და უნდა იდგე ისე როგორც პირამიდები,
რომელთა ყოფა ვერ შელახა დროის დინებამ.
და თუ გაწამეს, დაგწვეს, მოგკლეს, ნუ შეშინდები,
ისინი ხელს ვერ შეახებენ უკვდავ ქმნილებას.

- მერ'ფი -
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →