შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ეს ცხოვრება სოფელია

ეს ცხოვრება სოფელია,
მართლა წუთის სოფელი.
მზე კი მიდის თავის გზაზე
დედამიწის მშობელი.
მას მიჰყვება თან სიცოცხლე
ჩანასახის სადარი.
ნეტა მზეო მაცოდინა
შენი დედა სად არის?!
ეს სამყარო ჩემი ჭვრეტით
უსასრულოდ დიდია,
დროის უვალ ბილიკებში
სადღაც ბეწვის ხიდია,
დიდი გზაა გასავლელი
გული ითვლის წამ-წამებს,
სულ რამდენი დილა მერგო
მოლოდინი მაწამებს.
ულევია ვარსკვლავეთის
უნაპირო ზღვები,
სადღაც ძლიერ დავიბენი,
ამერია გზები.
ისევ მიწას ვეჭიდები,
მე ვარ მიწის შვილი,
ცას შევცქერი გაოცებით
როგორც დედას ჩვილი.
მიდის მზე და საოცნებო
თან მიჰყვება მზერა,
დროს კი ითვლის გამალებით
ჩემი გულის ძგერა.
- მერ'ფი -
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →