შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჰო და ...

თხილებს ვტეხდი კბილებითა,
დავიმტვრიე ემალი.
დედა მუდამ დამძახოდა
- გაუფრთხილდი ჯემალი!
მე კი ტკბილებს მივეძალე,
ავიწიე შაქარი!..
ამას ამბობს დღეს უკბილოდ
დარჩენილი ბაქარი.
დედის რჩევებს ბანზე ვაგდებთ,
თითქოს არცა გვქონია.
დღემდე ერბო ერბოდ რჩება,
ქონი ისევ ქონია!
-მერ'ფი-
P.S.
მიმიწერე კაკო რამე,
გავაჩაღოთ კაფია.
კაზმულ სიტყვით დავამარცხოთ,
საექიმო მაფია!..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →