შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

თუ!..

თუ დაამტკიცებ,
რომ არ არსებობს არარსებული.
რომ სამყაროში არაფერი არ იკარგება,
რომ ყველაფერი რხევებია რასაც აღვიქვავთ.
რომ გონებაა ამ ყველაფრით გადავსებული.
რა გამოვიდა?!
ამას ალბათ მიხვდები თავად.
და შენი ყოფა შეიცვლება სხვა აზროვნებით.
შენ უკვე ისე ვეღარ შეძლებ იყო რაც იყავ.
დაიწყებ ფიქრებს მარადიულ არსებობაზე
და ამ სამყაროს ფიქრთა ნაკადს მისცემ დინებას!
-მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →