შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

თავისუფლებს ითხოვს ქართველი

თავისუფლებას ითხოვს ქართველი,
თავისუფლების იგი ღირსია.
აენთო ერთად ასი სანთელი,
ეს გამარჯვების დასაწყისია.
აი დაისი დაიწყო ისევ,
და ამირანი ამტვრევს ბორკილებს.
ო, ღმერთო ჩემო დავმარცხდით იქნებ,
ჟამგასულ დღეებს რა დამავიწყებს.
სულში ჩავიკლათ სევდა ძნელია,
თუნდ ცრემლთა კონად დავიღვენთებით.
მე ამის მსგავსი არა მსმენია,
და მთელი გრძნობით მეც გიერთდებით.
სანთლების ჩრდილში იწექით ჩუმად,
ისმინა ერმა თქვენი ვედრება.
და რომ გიხილეთ მაშინ ვიწამე,
რომ საქართველო არ დაბერდება.
- მერფი -
1989 წლის 8 აპრილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →