შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ერთი ...

ერთი კაცი მიდიოდა.
დაინახა სნეულიო
ჩუმად ადგა, ეახლა და
გაუმრთელა სხეულიო...
მერე გოგო გააცოცხლა,
დედისერთა ჰყავდა მამას.
თურმე პადრე შესწრებია
ხალხს რომ წვავდა!..
( რწმენით, )
ამას.
გიცანიო უთქვამს მისთვის,
რად მოხვედი, რა გინდაო?!
ჩვენ აქ ჩვენი წესრიგი გვაქვს.
შენი ნახვა არ გვინდაო.
დროზე გასწი, თორემ მცველებს,
ვუბრძანებ რომ ჯვარზე დაგწვან.
მერე მათაც დავადუმებ,
არავისთან რომ არ გაგთქვან.
მე ვარ მათი მამა, ღმერთიც,
არ გვჭირდება უფალიო..
ვიცი ვინც ხარ, ამიტომაც
დარჩი თავისუფალიო...
-მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →