შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჯიხანჯირის ციხის თავზე!

დახვეული გზები,
ჩანგრეული კლდე,
ვიწრო ბილიკები,
მინდორი და ტყე...
სადღაც ლოდი მოწყდა
ისტორიის კვალი,
უფსკრულებმა შთანთქეს
ვერ ჩაუწვდა თვალი.
ორბთა საბუდარზე
დარჩა მოგონება,
ერკინება ერთურთს
გრძნობა და გონება...
თურმე ამ კლდის წვერზე
სტრატეგისო იჯდა.
გადმოჰყურებ სივრცეს
და განჭვვრეტით გინდა,
რომ შეიგრძნო ის დრო!..
დახვეული გზები,
დაბურული ტყე,
ვიწრო ბილიკები,
ჩამავალი მზე!
-მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →