შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უჩუმრად თბილისს

ძაღლი აყეფდა, მამალი ყივის,
ცაა ინათებს, სუსხია დილის...
ჰო, ისევ ბნელა, ვიყუჩებთ ტკივილს,
და შებრუნება გვახარებს ძილის!
გვახსოვს რომ გვათოვს, ბაღებში ხილის,
ბუღი რომ ასდის გადამწვარ ივლისს,
რომ ჩამოიდნო ფიგურა ცვილის,
და მზის ჭალებში , ჭალებში ივრის...
ძაღლი აყეფდა, მამალი ყივის.
ზამბახისფერი, მოადგა ირისს
და გადმოხედა უჩუმრად თბილისს.
-მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →