შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ჩვენი ღელის ბაყაყების

ჩვენი ღელის ბაყაყების,
მოყიყინე ორკესტრის,
დირიჟორი არის ქარი...
ქარი ჩქარი, ქარი წყნარი,
ზოგჯერ ავი, ხან ნიავი.
არ ილევა ნახატები,
მზეს რად უნდა მოლბერტი,
მერე ქარი როგორც ქნარი.
ქნარი ჩქარი, ქნარი წყნარი,
მქრალი ზღვარი, რუში მყვარი,
სად არის და სად არ არის,
ჩვენი ღელის ბაყაყების,
მოყიყინე ორკესტრის,
დირიჟორი,
ქარი, ქარი, ქარი, ქარი ...
-მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →