შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გველი და ციცინათელა

- გველო რა გინდა, რას დამდევ,
რას გარგებს ჩემი ჭამაო?!
შეხედე ერთი ციცქნა ვარ,
გაგაძღობს ჩემისთანაო?..
-არა მაგისთვის არ დაგდევ,
მაგისთვის მოგსპობ განაო?!
ვერ ვიტან შენს ბრწყინვალებას
გულს მიკლავს, როგორც დანაო!
ბევრი შეჭამეს იმისთვის,
რომ ანათებდა ბნელეთში.
ქვემძრომი ყველგან ერთია,
წყალში არის თუ ხმელეთში!
-მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →