შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ლაზიერის გამბიტი

www.merpi.ge
იყო დრო, როცა მის დაძახილზე,
სხვა ფიგურები სტარტზე დგებოდნენ.
თვით ლაზიერმა დაგვიძახაო,
მიდიოდნენ და ხიბლით ხვდებოდნენ.
იყო დრო, როცა მის დაძახილზე,
ზოგი შიშით და ზოგიც ამაყად,
ეგებებოდა და თავს უქნევდა.
სხვა გზა რა ჰქონდა, პაიკს, არა და?!
მაგრამ იცვლება დრო და მომენტი,
პაიკებს თუმცა ისევ ძირავენ.
ლაზიერებიც ეცემა სხვა დროს...
მეურვეები მათაც სწირავენ!
-მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →