შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მამა წამართვა სიკვდილმა...

www.merpi.ge
მამა წამართვა სიკვდილმა,
ტანჯა და წაიყვანაო.
მეხსიერება წაართვა,
უგონოდ გაიყვანაო...
ცოცხალსაც ვერ მოვუსწარი,
გულს მსერავს, როგორც დანაო!
სულ შვილიშვილებს ნატრობდა,
დრომ ესეც დაინანაო!..
ბოლო სიტყვები ეს უთქვამს
- სახლში მივდივარ ნანა- ო...
ღმერთი ნათელში გამყოფებს,
კეთილს გაგწირავს განაო!..
... მამა წამართვა სიკვდილმა,
ტანჯული წაიყვანაო...
-მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →