შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ყანწი მოიქნია ვითარცა ხმალი...

www.merpi.ge
ყანწი მოიქნია ვითარცა ხმალი.
პირამდე აავსო, ლიტრა ჩაუშვა.
ერთი გადახედა ტორტმანით სუფრას
და ღვინო რაკრაკით ყელში გადაუშვა!
სუფრაზე შერჩა რიგში მომლოდინე ღია პირები,
მერე მიწვნენ და მიემჩვარნენ სუფრას „გმირულად“!
უწინ სად ჰქონდა,
რომ ყანწით ესვა ქართველს, პირობა?!
მტერი გვესია, უნდა გვეფხიზლა.
ყოველი დღე ხომ ჯაფა იყო,
თავგანწირვა, ბრძოლა, გმირობა!..
-მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →