შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ვიღას ახსოვს ჩაშაქრული „მომპასი“... 25.06.2021

...
ვიღას ახსოვს ჩაშაქრული „მომპასი“,
სულ რომ ჰქონდა „მეჩეთიეს ლავკას“.
ანთრაციტი ტყვარჩელის თუ დომბასის,
​ჩემს ბავშვობის ადრეულ წლებს გაჰყვა.
ვიღას ახსოვს ომობანას თამაში,
​ხის ცხენებზე გადამჯდარი ქროლა,
ბებოს ხათრით თავგანწირვა ჭამაში,
​და „ბიტოკის“ „კერკეტებზე“ სროლა.
ჩაქრა წლები, სადღა არის ალვები,
რომ შვენოდა ჩემს შუხუთის ქუჩას,
​დაიზარდნენ ერთი ციდა ბაღნები.
​და სიბერეს უკვე პირი უჩანს.
​​​​​იყო კინო, „არლეკინო“,
„ჯოპიტო“ და „ბარბაჭინო“.
​მე თუ ცრემლი მოგადინეთ
​ღმერთმა ასმაგ დაგალხინოთ!
-მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →