შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

პროვოკატორებით გაივსო ქვეყანა...

პროვოკატორებით გაივსო ქვეყანა,
შავზე თეთრიაო იძახის ზოგი!
კომუნისტებმაო ისე აღგვზარდესო,
რომ ვიყოთ ხროვა, უსიტყვო ჯოგი!
მაგრამ დრო მიდის, იცვლება თაობა,
იცვლება მიზნები, თაყვანის სცემა.
დღეს თითქოს რაც გინდა იმას იტყვი და
ამისთვის არ გელის დასჯა და ცემა.
მაგრამ გაძნელდა იპოვო სიმართლე,
ხელების ცეცებით იპოვო სანთელი.
როცა ბნელეთია, არ არის სინათლე,
არ არის, არავის, სიმართლე ნათელი!
-მერ'ფი-

www.merpi.ge
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →