შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

არწივი ზეცას აწვდა და ... (თემურ წიკლაურის ...)

არწივი ზეცას აწვდა და
ეს დედა, მიწა, დატოვა.
რად მიგვატოვე არწივო,
სუსხმა ცრემლები გვათოვა...
შენი ხმა ომახიანი,
გულ-სისხლ-ძარღვს აადუღებდა,
ისე გვიხმობდა ფხიანი,
ქვას ქვაზედ დაადუღებდა!
არწივი ვნახე დაჭრილი,
სიკვდილ სიცოცხლეს ზვაობდა,
ისე წავიდა იმ ქვეყნად,
რომ დედამიწა დაობლდა!
ნეტა რას გვერჩის სოფელი,
შენთან რაღასა დაობდა!..
... შენთანა რაღას დაობდა.
შენთანა რასა დაობდა...
-მერ'ფი-
P.S.
ეძღვნება თემურ წიკლაურის ხსოვნას

www.merpi.ge
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →