შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მე რა მინდა პარლამენტში...

მე რა მინდა პარლამენტში,
რომც შემიგდოს ვინმემ ქუდი.​
თუ ვერ შევცვლი რაც არ გვინდა,
რაც ქვეყნისთვის არის ცუდი!
დეპუტატუ მერქვას მხოლოდ,
გავიმართო გზანი მრუდი,
ვინმეს დაკრულს ვუცეკვო თუ
​ვუქიცინო ვინმეს კუდი...
სულაც ასე მგონია, რომ
ბოროტება არის სრული,
გერქვას პარლამენტარი და
გქონდეს მხოლოდ ერთი სული,
მშვიდად იჯდე გასუსული,
მოიხვეჭო ვინძლო ფული...
​ყველაფერი კაი მარა,
და სამშობლოს სიყვარული?..
-მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →