შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

რამდენი პოეტი იტყოდა ასე?..

- ამდენი ლექსი ვწერე და
მრეს ვერ გავუთბე გულიო...
ისევ ღარიბულ დავდივარ,
თვალს გადამაკრეს მურიო.
სად გაქრა მოყმის გატანა,
ლუკმის გატეხვა ძმურიო?!
ერთნი სჭამს, სხვებსა ჰმონობენ,
ეს არის სიყვარულიო?..
რაით ვერ გაძღა მჭამელი,
ეშმაკის მოსყიდულიო!
დროა მოყვასზეც იფიქროს,
გადაარჩინოს სულიო...
მანამ სიკვდილი მოვა და
სულთა განკითხვა სრულიო!
-მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →