შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მელას ლანძღვა და გინება...

მელას ლანძღვა და გინება
აინუნშიაც არ მომდის.
და თუ მელიას ჰგონია,
​მას თავისთავად გამოსდის!
არსად მსმენია მელია
​ემხილოთ ხარის ჭამაში,
​ანდა მარტოკამ რომ შეძლოს,
გარეულიყოს ამაში...
​თუ დამნაშავე მგელია,
შენ რა კუდი გეწვის მელაო?
​რატომ გგონია შენ გღანძლავს
​და შენზე ეჭვობს ყველაო!
სჩანს, ყველი გააგდებინე,
მომრავლდნენ ჩვენში ყვავები.
განა დატოვეს, გაფრინდენ,
​ქვეყანა ანაყვავები!
-მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →