შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ჩემი სიტყვების ნაირფეროვნება ...

ჩემი სიტყვების ნაირფეროვნება,
თქვენთან საუბარებში იშვა.
​მაგრამ ვის რას ვარგებ,
​ჩემი უძლურებით,
​გულში ამიტანა შიშმა!..
​ვინმე გამამხნევებს, მეტყვის:
- არა! საჭირო ხარ ჩემთვის! -?
მე კი დავიღალე კმარა,
მხოლოდ იმედი მაქვს ღმერთის.
​ზეცის კარიბჭე და
დაბლა ცის ქვეშეთი
​მუდამ სავსე იყო თალხით...
ყველგან ვაჭრობაა,
​ყველგან ფული მეფობს,
მიწა გადაივსო ხალხით,
ვისაც სწყურია და
ვისაც მართლა შია,
ქრისტე მათშია და
... საქმეც ამაშია!
-მერ'ფი-


www.merpi.ge
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →