შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მე არავის, არაფერს რომ, არ ვერჩი...

მე არავის, არაფერს რომ, არ ვერჩი,
რას მერჩიან, ბნელი, შავი ძალები?
ნუთუ ასე მოისურვა სამყარომ,
​რომ ალალიც არვის შევებრალები.
​ამას იტყვი, ხელს ჩაიქნევ საბრალო.
​ცას ახედავ, ღმერთს დაეძებ თვალებით.
​ამ დაქცეულ ქვეყანაში მოვლენილს,
თვით მაცხოვარს დაუკეტეს კარები...
​ჰო და რა ვქნათ?
ჯვარს გაგვიკრეს უფალი.
​დავრჩით ასე, უშნოდ თავისუფალი.
​ძნელი დროა, დღეს ამათი წესია.
მერე მოვა აღდგომა და მესია !
-მერ'ფი-


www.merpi.ge
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →