შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მედარდები...

მედარდები,
​თუკი ამას სადარდელი ჰქვია.
​ისე, როგორც მედარდება
​ცივ ზამთარში ამოსული
​უსუსური ია...
თუმცა ია ძლიერია.
​ვერ მტრობს სუსხი ქარის.
​სინაზეში იმალება
​ძლიერება ქალის.
თოვლის საბანს მიიფარებს
ია ნაზად, კრთება.
ნუ გვგონია გაყინული,
ის ხომ მიწით თბება?
მშობელია დედამიწა,
​გამზრდელია მისი.
შვილი როცა დედას ეკვრის
შიში არ აქვს სხვისი.
ჰო და ასე ,​ისიც უძლებს,
სუსხს, გრიგალს თუ ქარებს.
დედის ძალა აძლიერებს
თვით უნაზეს ქალებს!
-მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →