ჩანაწერი
Laravel
ბევრჯერ ვიყეფე...
ბევრჯერ ვიყეფე, ვიყეფე,
ბევრიც ვიყმუვლე, - ტყვილადა!
ამით ვერაფერს ვეწიე,
მეყოფა გაკვეთილადა.
თქვენც იმას გირჩევთ ბოკვრებო,
რაც მეც მასწავლა ცხოვრებამ.
ყველამ თავისას მიხედოს,
მამა აბრამის ცხონებამ.
ვისაც ჩავაცვი - გამხადა,
ვისაც ვაჭამე - შემჭამა!
მგელი გაწყვიტეს, ვენახი
უპატრონო თხამ შეჭამა.
ასე იტყოდა ლუხუმი,
რომ არ ეწადა აღდგომა.
“ეღირსებაო ლუხუმსა
ლაშარის გორზე შადგომა?!“
-მერ'ფი-
ბევრიც ვიყმუვლე, - ტყვილადა!
ამით ვერაფერს ვეწიე,
მეყოფა გაკვეთილადა.
თქვენც იმას გირჩევთ ბოკვრებო,
რაც მეც მასწავლა ცხოვრებამ.
ყველამ თავისას მიხედოს,
მამა აბრამის ცხონებამ.
ვისაც ჩავაცვი - გამხადა,
ვისაც ვაჭამე - შემჭამა!
მგელი გაწყვიტეს, ვენახი
უპატრონო თხამ შეჭამა.
ასე იტყოდა ლუხუმი,
რომ არ ეწადა აღდგომა.
“ეღირსებაო ლუხუმსა
ლაშარის გორზე შადგომა?!“
-მერ'ფი-
Laravel
კომენტარი
0