შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დღეს დაიბადა ილია!..

დღეს დაიბადა ილია,
წმინდა ილია, მოწამე.
ილია ყვარლის შვილია,
გარდასულ ჟამთა მოწამე.

ბევრი არ ჰყავდა სამშობლოს
ამგვარი მთავარსარდალი.
ბავშვმაც კი იცის ვინ იყო
წმინდა ილია მართალი!

მისი ცხოვრება სარკეა
სულო ტურფავ და მყვარელო.
ილიაობას გილოცავთ
საქართველოვ და ყვარელო!

-მერ'ფი-
8 ნოემბერი 2019წ.
ქ.ყვარელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →