ჩანაწერი
Laravel
შავი ნათება
წყვდიადში ჩუმად, იდუმალებით,
დრო მიძაგძაგებს, მიემართება.
სამ კედელს შუა, მძიმე თვალებით,
ვზივარ და მიხმობს შავი ნათება.
და სივრცე წამით კარგავს მაშტაბებს,
უსასრულობის ფოკუსში ხვდება.
დრო კი მიდის და დრო მიძაგძაგებს,
ამოუცნობი წუთები დგება.
მერე კი ძლიერ გუგუნებს ველი,
თანდათან სივრცე იწვის და დნება.
აქ სადღაც უხმოდ დროს ითვლის მთვლელი,
და მე არ ვიცი რა მემართება!..
-მერ'ფი-
დრო მიძაგძაგებს, მიემართება.
სამ კედელს შუა, მძიმე თვალებით,
ვზივარ და მიხმობს შავი ნათება.
და სივრცე წამით კარგავს მაშტაბებს,
უსასრულობის ფოკუსში ხვდება.
დრო კი მიდის და დრო მიძაგძაგებს,
ამოუცნობი წუთები დგება.
მერე კი ძლიერ გუგუნებს ველი,
თანდათან სივრცე იწვის და დნება.
აქ სადღაც უხმოდ დროს ითვლის მთვლელი,
და მე არ ვიცი რა მემართება!..
-მერ'ფი-
Laravel
კომენტარი
0