შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

პაზლის ნაწილი...

პაზლის ნაწილი ვართ,
პაზლის ნაწილი ვართ,
ჩვენი ყოფა არის პაზლი?!
როგორ არ ვიფიქრე,
რა არ გავიფიქრე,
მაინც ვერ ვიპოვე აზრი...
ღმერთო რატომ გავჩნდით?
ან და რისთვის გავჩნდით?!
რაა დაბადების არსი?
მერე რა მოხდება,
როცა არ ვიქნებით?
ყოფა ნაღდია თუ ფარსი?
ჰოდა რახან გავჩნდით
აწი რა უნდა ვქნათ?
როგორ აეწყობა პაზლი?!
როგორ არ ვიფიქრე,
რა არ გავიფიქრე,
მოდი, მიკარნახე აზრი...
-მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →