შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

თურმე გურული მეკუბოვე კომენდატის საათის დროს...

www.merpi.ge
თურმე გურული მეკუბოვე კომენდატის საათის დროს ბნელ ორღობეში მიდიოდა ზურგზე მოგდებული კუბოთი.
-ჰაიტ! სა მიხვალ რო მიხვალ? დაგაჯარიმო უნდა, 2000 ლარით, გაჩერდი აქანე! - დაედევნა „პატრული“.
- რა გითხრა იცი ძამა? საცხა დამასაფლავეს იქინე არ მომეწონა და გაღმა სასაფლაოზე მივდივარ ახლა და თუ გინდა მომეწიე უკან!
- რაიო? - თვალები გადმეკარკლა პოლიციელს, რაცხა უცნაურ შარში არ გევებლანდოო იფიქრა და ხმაამოუღებლათ „მიგალკების ციმციმით“ ნათელი შარაგზისკენ გეეცალა იქოურობას!
-მერ'ფი-

www.merpi.ge
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →