შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ერთხელ ერთი საოპერო ჟანრის მომღერალი...

ერთხელ ერთი საოპერო ჟანრის მომღერალი ქალბატონი დავპატიჟე (სტუდენტობისას) მოსკოვში მსოფლიო როკ ფესტივალზე.
პინკფლოიდის (18 კილოვატიანი) აპარატურისნაირი იდგა „ლუჟნიკების“ სტადიონზე. თითო დინამიკის რადიუსი 2-3 მეტრით!
ვეტმფრენიდან იღებდა ერთი ოპერატორი და იმხელა ხმა იყო, რომ ვერტმფრენის პროპელერების ხმა საერთოდ არ ისმოდა( ჩვენს თავზე რომ იდგა, ჰაერში გამოკიდებული) ...
კონცერტი ნაადრევად დავტოვეთ (თავი აგვტკივდა დიდი ხმისგან) , მეტროში რომ ჩავედით, მატარებლის ხმა ჩურჩულივით გვესმოდა და უცებ ეს ქალბატონი მეუბნება 🙂 ,
- მერაბ ახლა კი მივხვდი „ხმამაღალი მოსმენის“ მუღამს!
- რა ვიცი, მე ვერ ვამუღამებ მეთი და ..
- ხოო, მუღამი იმაშია სიჩუმეში რომ გამოხვალ მერეო
- არადა 200 მანეთი მივეცი ორ ბილეთში. ეს დიდი ფული იყო იმ დროში (1985 წ.)
-მერ'ფი-
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →