შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ოქტომბრის სიოში

ოქტომბრის სიოში
ყველგან გეძებდი
გულს ვაჯერებდი
გამოიდარებს...
ის გამოჩნდება
აკაშკაშდებდა
კვლავ აძგერდება ჩამწვარი გული
არ დანებდეთქო, არ მიგატოვებს.
ის ხომ მტრედია შენს გონებაში
მშვიდობა მოაქვს, სულს გილამაზებს,
ამ ტანჯულ ჟამსაც გაგიფერადებს,
არ დანებდეთქო, თავი ასწიე,
და ხვალინდელი დღით არ იცხოვრო,
რეალისტობა რჩეულთა ხვედრია
უყურო ცხოვრებას ნამდვილ ფერებში,
დაიმახსოვრე...უფალი გმფარველობს,
და ჩასახვიდან შენს ბედზე ზრუნავს,
იცის რა არის ქვეყნად მთავარი,
რასაც დაგიწერს ვერ გაექცევი
დავიდარაბა კი გულს დაგიჭრის,
ოქტომბრის თვეა
და ჩემს წინ ზიხარ
მაგრამ არ ვიცი
რამდენად გიჟი ხარ
არ ვიცი რამდენად ძლიერ გიყვარვარ
ისიც არ ვიცი გჭირდები თუ არა
ხოდა მეც ვდგავარ ჩემი გროტესკით
და ცხოვრებისგან მშვიდობას ველი,
ვეჩვევი იმას რომ ჩემთან არხარ,
რომ უშენოდაც სუნთქვა მჭირდება!
ოქტომბერია
და შენ წახვედი
მაგრამ უეცრად გამოიდარა........
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →