შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სიყვარულის გარდაცვალება

მარი იმერი 7 წლის წინ
მთის ძირში ია შობილა,
კოპწია, დედიშობილა,
თუმც ეშინოდა სიცივის,
იტანდა თოვლის სიმძიმილს.
იას სიცოცხლე უყვარდა,
ლოდინს ბოლო არ უჩანდა!
როცა თოვლისგან გაიქცა,
შერცხვა და კაბა ჩაიცვა.
იას უყვარდა ოცნება
და მზისებრ გასხივოსნება.
ხელი შეახო მზემ როცა
და იას გულთან აკოცა,
დაიბნა , ია დაიბნა
სულ ოცნებებში გაიბნა.
იას სიცოცხლე უყვარდა,
მზის სხივი შემოუყვარდა.
რად მეტრფი?-ჰკითხავს მზეწვია,
როდესაც იას ეწვია!
გიყვარვარ?- ნეტავ რატომო,
(ჩემს სულს ძალიან ათბობო!)
ვერ ეტყვის , რა თქვას, არ იცის,
უყვარს და ამას განიცდის!
მზემ სიყვარული არ იცის
და არც იასთან დაიცდის,
დღეები ღამეს კეცავდა
მზეს მისთვის აღარ ეცალა!
მთის ძირში ია შობილა,
სულ მარტო, დედიშობილა,,,,,
და როცა მზე მისულიყო,
ყვავილი გარდაცვლილიყო!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →