შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ღვთისმშობელო მ ა რ ი ა მ

მარი იმერი 7 წლის წინ
ღ- ვთისმშობელო, ყოვლადწმინდა დედაო,
ვ- იღწვი, შევძლო ლოცვით სულის წმენდაო!
თ- ხოვნად მოველ ,დრო დაგვიდგა საზარი
ი- ბილწება ჩვენი სულის ტაძარი!
ს- ოდომური ცოდვის აღლუმს შევცქერი,
მ- ტკივა, მაგრამ ჩემს სამშობლოს ვერ ვშველი!.
შ- ენდობას გთხოვ, შემწევ ივერიისა
ო- რთავ სოფლის მზევ, ვარსკვლავო - ცისკრისა.
ბ- რწყინვალეო, კურთხეულო დედაო
ე- რის ტკივილს კრძალვით შემოგბედაო!
ლ- ოცვის მადლით მეოხ გვექმენ , გვახარე,
ო- ხვრა-კვნესა ,განსაცდელი გვაკმარე!

მ- არგალიტო, ივერიის მმართველო,
ა- ღორძინე, ჩემი ეს საქართველო!
რ- ა ტკივილით, რა ტანჯვით და გოდებით
ი- სევ ლოცვით შენს ხატებთან მოვედი!
ა- გვირიდე ბოროტებას შვილები
მ- ე კი თუნდაც მსხვერპლად შევეწირები!
/მარი/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →