შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

რა არის ლექსი?

მარი იმერი 7 წლის წინ
რა არის ლექსი?
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
ლექსი ვნებაა,


ლექსი შვებაა,

ლექსი ლხენაა

აღმაფრენაა,

სულის ჟრჟოლაა

გულის თრთოლაა,

ფიქრთა კრთომაა

მწვერვალთ წვდომაა,

ავთა კვდომაა,
ლექსი გულია,
ლექსი სულია,
რითმად ბმულია
ვარდად რგულია,
გაზაფხულია,
ლექსი წნულია,
ზვრები, ხნულია,
ლექსი რთულია,
მისთვის წყალია
ვისაც წყურია,
ვისაც რომ შია
მისთვის პურია,,,,
****************
რასაც ვაპურებთ კუჭი კი არა
ისევ და ისევ ჩვენი სულია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →