შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ლექსის პასუხი (საჩხერიდან )მუხრან მაჭავარიანს!

მარი იმერი 7 წლის წინ
გასაყიდელი აღარ მოდის სიმინდი, მუხრან!.
შენი ლექსები საუბრობენ დღეს, შენ კი დუმხარ..
სოფელი კვდება, ვერ აუდის სოფელი ვალებს
ჩითის კაბები შემოაცვდათ ყანაში ქალებს
შეშა აღარ გვაქვს მოსაჭრელი,-გაკაფულია,
განა მთავარი წიგნზე მეტად ქვეყნად ფულია?
ვაზი გადახმა, აღარ დარჩა პატრონი ვაზის
რაღა ვასწავლო ქართველ ვაჟკაცს უვაზოდ გაზრდილს?
რაც გინდა თოხნო ნიადაგი არ მოგცემს ნაყოფს~
თუ მიწას თესლს არ მიაწოდებ ღვთიურს და სამყოფს.

სოფელი კვდება, აღარ ველით სოფლიდან ნობათს
მაინც იმედით შევციცინებ ცასა და მყობადს.

კაცობრიობის ფუნქცია ხომ თესვა, თესლია,
სანამ ჩვენ ვთესავთ უწიგნურნი ტალახს გვესვრიან?!,,,,, :-( :-(/?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →